რისკ-ჯგუფებს ტაქსის მძღოლები და მასწავლებლები დაემატნენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 40 000-მდე მარაგია.
„შარშანდელთან შედარებით, გრიპთან მიმართებით უფრო თბილი ვითარებაა. რისკ-გჯუფებს დავამატეთ ტაქსის მძღოლები, რომლებიც ახლო შეხებაში არიან ადამიანებთან და მივმართავ, მიბრძანდნენ პოლინლიკლინიკებში და აიცრან. ასევე, სკოლის მასწავლებლები. ქვეყანაში 40 000-მდე გრიპის ვაქცინის დოზა მარაგში ისევ არის, ვისარგებლოთ ამით.
დეკემბერის ბოლოს, იანვრის პირველ რიცხვებში დიდი ინტენსივობით გამოჩნდება სეზონური გრიპი. გახსოვთ, შარშან პიკი დეკემბრის 25-დან 10-15 იანვრამდე გვქონდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.











