fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არასამთავრობოები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხზე განცხადებას ავრცელებენ

19:25 დეკემბერი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას ისახავს მიზნად, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

“პრაიმტაიმნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქვეყანაში დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, არჩევნებს, რომელსაც თითქმის პროპორციული სისტემაზე გადასვლის შემდეგ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმედის თვალით უყურებდა და რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე გაიმართა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასდა როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი. არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნით სადამკვირვებლო მისიებმა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებს, შემდეგ კი სასამართლოებს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ – მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა. შედეგად საზოგადოებაში გამყარდა არჩევნების გაყალბების ეჭვი, რაც უკიდურესად ამცირებს არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას.

აღსანიშნავია, რომ ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ მოჰყოლია მხარეთა შეთანხმება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. აგრეთვე, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კატეგორიულ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, რასაც მათ მიერ მანდატების გაუქმების და პარტიული სიების გამოთხოვის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერაც ადასტურებს. ამის ფონზე, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ერთპარტიულად გაიმართა.

ცხადია, რომ საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ კრიზისულ სიტუაციაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ერთდროულად ჯანდაცვის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის სფეროებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მძიმე კრიზისი დრამატულად აისახება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და როგორც მოკლევადიან, ასევე – გრძელვადიან პერსპექტივაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

აღნიშნული ვითარების ფონზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან).

მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით – იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI GEORGIA); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR); საფარი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

თეგები: არასამთავრობო ორგანიზაციებიოპოზიციის ბოიკოტი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კომიტეტის სხდომას როცა ესწრები და პლენარულს არა, ცოტა უცნაური ბოიკოტია – იაგო ხვიჩია

ნოემბერი 22, 2021
770
საზოგადოება

მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა- NGO

აგვისტო 25, 2021
824
მთავარი ამბავი

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

ივლისი 12, 2021
804

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია