პოლონეთში 28 დეკემბრიდან სამკვირიანი საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის, ადამ ნიედჟიელსკის ცნობით, 28 დეკემბრიდან 17 იანვრამდე ქვეყანაში დაიხურება სასტუმროები, სამთო-სათხილამურო კურორტები და სავაჭრო ცენტრები.
ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობა პანდემიის მოსალოდნელი მესამე ტალღის შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა მოქალაქეებს, სიფრთხილე შეინარჩუნონ იმის მიუხედავად, რომ პოლონეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზების შეტანას მიმდინარე თვეში ელოდებიან.
ცნობისთვის, პოლონეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციისთვის ემზადებიან. ქვეყნის ფარგლებში ვაქცინაციის რვა ათასამდე პუნქტია მოწყობილი.











