უფრო მკაცრი ჩაკეტვა უნდა მოხდეს. 24 დეკემბერს ქვეყანა არ უნდა გაიხსნას არავითარ შემთხვევაში, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს.
„ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მერე ვითვალოთ ჩვენი მოქალაქეების ავადობის ციფრები, რომელიც იქნება გაზრდილი.
ჩემი პოზიცია არის მარტივი როგორც პრემიერთან, ისე მინისტრებთან, რომ უნდა იყოს უმკაცრესი ზომები და ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს 6 კვირა, რომ ჩვენ ამოვისუნთქოთ.
თუ იქნება არაფექტური წერტილოვანი ჩაკეტვები, გვექნება უფრო სავალალო და მწარე შედეგები“- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.










