გორში, ცოტა ხნის წინ სამეფოს ქუჩაზე მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ ბინაში 65 წლის მამაკაცის ცხედარი ნახეს.
ჯერჯერობით უცნობია საიდან გაუჩნდა ცეცხლი ბინაში. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.











