ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ცენტრალურ გზაზე მოძრავი ჯიპი ტროტუარზე ავარდა და ერთ-ერთ მაღაზიას შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











