ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება. მანამდე კი მისი აწყობა მიმდინარეობს, რომელიც ბაგრატის ტაძრის თემატიკის იქნება.
„შარშან იყო კოლხური შადრევანი, წელს ბაგრატის თემატიკა ავირჩიეთ. უკვე დამზადებულია დიდი ზომის ორნამენტები, რომლებითაც გაფორმდება ნაძვის ხე. შარშანდელზე უკეთესი თუ არა, ნაკლები არ იქნება“, – ამბობს გიორგი დარსაველიძე, რომელიც ნაძვის ხის მორთვაზე არის პასუხიმგებლი.
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 13 წლისაა. ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007 წელს საკუთარი სახსრებით შეიძინა.
ავტორი: კესო მოლაშხია











