ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებული, 35 წლის ჯარისკაცი, თეიმურაზ გიუნაშვილი პოლიციამ იპოვა.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, ის სასტუმროში იმყოფებოდა და თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის, სამხედრო პირს ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა. საქმეში ჩართული იყო როგორც სამხედრო, ასევე კრიმინალური პოლიცია.











