თბილისის მერიას 400 000 ლარი გამოეყო იმისთვის, რომ კულტურის მოღვაწეები მერიის წინასაახალწლო ღონისძიებებში ჩართოს. ამის შესახებ თურნავამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვეულებრივ დროს პანდემიამდე მუსიკოსები აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში. დღეს ჩვენი კულტურის მოღვაწეები მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში კულტურის მოღვაწეები, რომლებიც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.











