fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბათუმში დაკეტეს „უნივერსამი“, რომელსაც მუშაობის უფლება გუშინ მისცეს – მოიჯარეები აქციას მართავენ

14:39 დეკემბერი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

ბათუმში პუშკინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „უნივერსამის“ შენობაში განთავსებული სავაჭრო ცენტრის მოიჯარეები აქციას მართავენ.

როგორც ისინი აცხადებენ, გუშინ მუშაობის უფლება მისცეს, დღეს კი შენობა დაკეტეს და არ უშვებენ. მათივე ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ინსპექციია მიზეზად რეგულაციების წესების დარღვევას ასახელეს, თუმცა მოვაჭრეები თვლიან, რომ ყველა წესს ზედმიწევნით იცავდნენ. არსებულ სავაჭრო ობიექტში დაახლოებით 200 მოიჯარეა.

„მივმართავ მთავრობას. გვესმის ყველაფერი, პანდემია გამოვიარეთ და რაც კეთდება, მადლობელი ვართ. მაგრამ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, თავი როგორ ვირჩინოთ? პირადად მე შერეული საქონელი და პლუს სურსათი მაქვს. დღესაც ავიღე საქონელი ნისიად და ხუთ დღეში უნდა გადამეხადა თანხა.

აგერ მაქვს ეს საქონელი. სად წავიღო, რა ვქნა? მარტოხელა დედა ვარ, მცირეწლოვანი შვილი მყავს. მშიერი ვართ ყველა, ბანკის ვალდებულებები ცალკე. ქუჩაში ვაჭრობა არ შეიძლება, მაღაზიები დაგვიკეტეს. რითი ვიარსებოთ? ყველა წესი დაცული იყო ჩვენთან. წავიდნენ და დიდ სავაჭრო ცენტრებსა და ქსელურ მარკეტებში ნახონ რა მდგომარეობაა. 500 ადამიანი ერთდროულად არის შესული და არც დისტანციას იცავენ. რითი ვიარსებოთ ეს გვითხარით.

ქირა ხომ უნდა გადავუხადოთ, საიდან მოვიტანოთ. დირექტორმაც რა ქნას, არენდით აქვს ეს შენობა და უნდა გადაიხადოს თვითონაც. ეს ხუთი დღე მუშაობაც ჩვენთვის შეღავათი იყო, პურის ფულს მაინც მივიტანდით საახალწლოდ სახლში. დღეს მივდივარ სახლში და თეთრი არ გამაჩნია, რა ვაჭამო ბავშვს მითხარით. ხომ უნდა ვიარსებოთ. შიმშილით სიკვდილისთვის ვართ განწირული“,- აცხადებს სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი მოიჯარე ეთერ ბოლქვაძე.

როგორც ობიექტის მფლობელი დი-ენ-შოპის ბუღალტერი, ნანული დევაძე აცხადებს, ისინი მაქსიმალურად იცავდნენ წესებს და რა გახდა სავაჭრო ცენტრის დახურვის მიზეზი მისთვის უცნობია.

„დღეს შრომის ინსპექცია იყო მოსული და შეამოწმეს. იცით, რომ 20 კვ.მ.-ში უნდა იყოს ერთი მომხმარებელი. ამ შენობას აქვს ორი შემოსასვლელი. რა თქმა უნდა, დისტანციას ვიცავდით, დარბაზში ვუშვებდით 50 ადამიანს. ერთი მომხმარებელი რომ გამოვიდოდა, შემდეგ ჩავანაცვლებდით. მაგრამ აქ შიგნით ცალკე მაღაზიები ნაკლებადაა. ძირითადად არის დახლები. დახლის შემთხვევაში 20 კვ.მ- ზე ზის სამი მოიჯარე. სამ მოიჯარესთან.ვუშვებდით ერთ მომხმარებელს. მაგრამ მაინც ჩათვალეს, რომ ვერ გავაკონტროლებდით და დაგვხურეს. არ უთქვამთ რამდენი ხნით, არც უთქვამთ, რომ გავარკვევთ და გაცნობებთ, ამიტომ დავიკეტეთ ჯერჯერობით 16 იანვრაზმდე“,- აცხადებს ნანული დევაძე.

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: აქციაბათუმიმოვაჭრეები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ 21 დეკემბერს აქციას გამართავს

დეკემბერი 13, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა? – რატომ აღარ იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები

დეკემბერი 3, 2021
891
საზოგადოება

სუს-თან აქცია „სუს-ტემა“ უნდა დაინგრეს იმართება

ნოემბერი 30, 2021
839

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია