წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ლექანთარეს უბანში დაახლოებით ორი საათის წინ ტყის ქვედა საფარს ცეცხლი გაუჩნდა.
წალენჯიხის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა 20 კაციანი ჯგუფი ადგილზეა,სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო აქტიური სამუშაოები.
მისივე ცნობით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა და გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ავტორი: თეა შონია











