ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო ყველაზე მაღალი ავადობის მაჩვენებლებს მსოფლიოში, რამაც ბევრი განვითარებული ქვეყნის სამედიცინო სისტემები კოლაფსის წინაშე დააყენა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გავუძელით. იყო ხარვეზები, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზებიც, მაგრამ რეალურად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო. ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, სამწუხაროდ პანდემიამ შეიწირა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მან მოსახლეობას რეკომენდაციის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.











