რამდენიმე წუთის წინ კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამარშუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მომხდარის შედეგად სამარშუტო ტაქსის სამი მგზავრი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
წინასწარი ცნობით, ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ადგილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული.











