რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუკი რესტორნების მუშაობა 15 იანვარს არ დაიწყო, თებერვლის დასაწყისში ძალიან ცოტა დაწესებულება შეძლებს გახსნას.
„იანვრის შუა რიცხვებიდან თუ არ გაიხსნა [რესტორნები], თუ დღეს ველოდებით თებერვლის პირველ რიცხვებში 50%-ის გახსნას, გაიხსნება 10%, თუ ეს [რესტორნების გახსნა] არ მოხდა 15 იანვარს. იქიდან გამომდინარე, რომ დაგროვილია ბევრი ვალები, 10%-ზე მეტი უბრალოდ ვერ შეძლებს გახსნას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.











