ოკუპირებულ გუდაუთაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს რუსეთიდან ითხოვენ. აფხაზური მედიის ცნობით, ცეცხლის ახალი კერები ამჯერად გუდაუთის რაიონში, ტყის მასივებშია.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ხანძარია სოხუმის მიმდებარედ ტყის მასივშიც.
„ტყის ხანძარი დაიწყო სოფელ მწარის მიდამოებში და გავრცელდა სოფელ ფსირცხაში. ამ დროისთვის, ხანძარი ქარის წყალობით მთის მწვერვალზე ავიდა და დასახლებულ პუნქტებს ჯერ არ ემუქრება. თუ ქარის მიმართულება არ შეიცვლება, ცეცხლი ზედა ნაწილში დაიწვება და აღარ გავრცელდება. სატყეოს მუშაკები მორიგეობენ ხანძრის ადგილზე, რომელთაც ჩვენ ვუკავშირდებით“,- ამბობს გუდაუთას რაიონის სახანძრო და სამაშველო განყოფილების უფროსის მოადგილე.
მისივე თქმით, ტყის ხანძრების ჩასაქრობად სპეციალური ვერტმფრენია საჭირო, რაც აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს არ აქვს და რუსი კოლეგებისგან დახმარების აღმოჩენა ნაადრევია.
ავტორი: თეა შონია
12 ადგილი საქართველოში, სადაც ამ წუთებში ხანძრები მძვინვარებს










