საწოლფონდისა და სამედიცინო რესურსების დეფიციტის გამო, ლოს-ანჯელესის ოლქის სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმ კოვიდინფიცირებულებს, რომლებსაც გადარჩენის ნაკლები შანსი აქვთ, საავადმყოფოში აღარ გადაიყვანენ.
ინფორმაციას ამის შესახებ latimes-ი ავრცელებს.
ლოს ანჯელესის ოლქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სააგენტოს განკარგულებით, ექიმებს მოეთხოვებათ ჟანგბადი რაციონალურად დახარჯონ და ის მხოლოდ ისეთ პაციენტებს მიაწოდონ, რომელთაც სისხლში ჟანგბადის შემცველობის მაჩვენებელი 90%-ზე ქვემოთ დაეცემა.











