სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს კორონავირუსის მძიმე ფორმა განუვითარდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მას ყველა ის სიმპტომი აქვს, რაც დაავადების ამ ფორმისთვისაა დამახასიათებელი.
„პრეზიდენტ არმენს სარგსიანს, რომელიც თვითიზიზოლაციაში იმყოფება კორონავირუსით ინფიცირების გამო, დაავადების მძიმე ფორმა განუვითარდა. იგი ექიმების დაკვირვების ქვეშ განაგრძობს მკურნალობას“, – ნათქვამია განცხადებაში.











