დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გაგრის რეგიონის დასაცავად სახანძრო და სამაშველო რაზმის შტაბის უფროსმა, პოდპოლკოვნიკმა დავით ბგანბამ “აფსნიპრესს” განუცხადა, თუ რა ვითარებაა ხანძართან დაკავშირებით.
„მოსკოვის”სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველ გაგრაში, აღმოსავლეთის მხრიდან, ცეცხლი ეშვება და უახლოვდება საცხოვრებელ კორპუსს და სანატორიუმის ტერიტორიას. ხანძრის ჩაქრობის ყველა საჭირო ძალა და საშუალება უკვე კონცენტრირებულია ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ჩვენი პერსონალი და აღჭურვილობა გაფანტულია, ”- თქვა ბგანბამ.
მაშველის თქმით, გაგრის მეხანძრეებს შეუძლიათ უზრუნველყონ საცხოვრებელი სექტორის უსაფრთხოება, მაგრამ მათ ვერ შეძლონ ხანძრის ჩაქრობა ძნელად მისადგომ ტყეებში, ამისათვის საჭირო აღჭურვილობა კი მისივე თქმით, არ არის.
ავტორი: თეა შონია











