fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

11:00 იანვარი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
827
ნახვა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2020 წლის განმავლობაში, მოქალაქეების მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვისა და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, საქმისწარმოების რეგისტრაციის პროცესი გაამარტივა და ყველა სერვისი დისტანციურად ხელმისაწვდომი გახადა.

დღეის მდგომარეობით, სააღსრულებო წარმოება, გამარტივებული საქმისწარმოება, ქონების შეფასება, ფაქტების კონსტატაცია და სხვა სააღსრულებო თუ არასააღსრულებო სერვისების მიღება, განცხადებების რეგისტრაცია და პასუხების მიღება, შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge ან ვებ-პორტალის – my.gov.ge – საშუალებით.

2020 წლის განმავლობაში, ელექტრონულ სერვისებთან ერთად, ბიუროს მთავარი მიმართულება კვლავ დავების მორიგებით დასრულება იყო. გასული ერთი წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით დასრულდა 8 627 საქმე. მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი კატეგორიების მიხედვით ასეთია:

  • სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოების ჯარიმების შემთხვევაში – 6 292 საქმე, რაც საქმეთა საერთო ოდენობის 73%-ს შეადგენს;
  • ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კატეგორიაში – 151 საქმე, რაც 99 პროცენტს შეადგენს;

გარდა ამისა, 2020 წლის მანძილზე:

  • შეწყდა 449 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
  • დარეგულირებული ალიმენტის რაოდენობამ შეადგინა 3 864 ერთეული.
  • ჯამში დასრულდა 94 155 სააღსრულებო წარმოება.

მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ საქმისწარმოებაზეც. გამარტივებული საქმისწარმოება მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯით, დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია, მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. 2020 წლის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 17 544 საქმე. მათ შორის მორიგება შედგა 2 169 შემთხვევაში.

გასულ წლებთან შედარებით, კიდევ უფრო განვითარდა მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევის სერვისი და მოლოდინის რეჟიმი მინიმუმამდე შემცირდა. 2020 წლის კონსულტაცია გაეწია 375 715 ათასამდე მოქალაქეს. მათ შორის:

  • სატელეფონო კონსულტაცია მიიღო 323 362 მოქალაქემ, რაც რამდენიმე ათასით მეტია გასულ წელთან შედარებით;
  • ელექტრონული ფოსტით კონსულტაცია მიიღო 44 024 მოქალაქემ.

იზრდება ცნობადობა და, შესაბამისად, მოთხოვნა ფაქტების კონსტატაციის სერვისზე. სერვისი გულისხმობს ნებისმიერი ფაქტის დაფიქსირებას ფოტო-ვიდეო გადაღებით, ფაქტის კონსტატაცია არის უნიკალური ევროპული სერვისი, რომელიც წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას სასამართლოში. 2020 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა 1194 ფაქტის კონსტატაცია.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის კვლევის – ,,Doing business 2020″-ის თანახმად, აღსრულების ხარისხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-12 ადგილზეა, ხოლო გადახდისუუნარობის საქმისწარმოების კუთხით – 64-ე ადგილზე. “Doing business“-ის რეიტინგის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლია, რაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე. მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია აღასრულოს კანონი და ამავდროულად, მისი მოქნილი სოციალური პოლიტიკით, დავები მორიგებით დაასრულოს.

თეგები: აღსრულების ეროვნული ბიურო

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია