„ჟურნალისტი არც თავის თავს აკადრებს და არც მე, რომ არადასავლურობის ელემენტზე მესაუბროს. მთელი ჩემი სიცოცხლე ევროპაში გავატარე“, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს ჩვენს ქვეყანას უჭირს, ძალიან დიდი სეგმენტი უკავია ღარიბ ფენას. უნდა მოვახერხოთ, არა პოლიტიკანური ტლიკინი, არა ეს გაუგებარი ქმედებები, არამედ რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ, აუცილებლად უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ როდესაც ესა თუ ის პარლამენტარი არგუმენტებით გამოდის, მარტო მის პირად შეხედულებებს არ უნდა ეფუძნებოდეს”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.











