„სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი დაურეგულირებულია. ჩვენ შევძელით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა, მაგრამ კიდევ რჩება ბევრი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს. მათ შორის არის მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი. სომხეთი მზადაა, გააგრძელოს მოლაპარაკება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობით“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„მე არ დავმალავ, რომ ამ განცხადების განხორციელებას შეუძლია ჩვენი რეგიონის ეკონომიკური იერსახის შეცვლა. ეკონომიკურმა სიახლეებმა შეიძლება მიგვიყვანოს უსაფრთხოების უფრო მყარ გარანტიებამდე. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ კონსტრუქტიულად. ჩვენთვის უმთავრესი საკითხად რჩება ტყვეების გაცვლა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა.











