მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.
ამასთან, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით მსოფლიოში 93.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 66.7 მილიონს მიაღწია.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.











