დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად საორგანიზაციო საკითხებზე იყო საუბარი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე და “ქართული ოცნების” ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხიც განიხილეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად საორგანიზაციო საკითხებზე იყო საუბარი. პოლიტსაბჭოს მომავალ წევრებზე, რომლებიც ხვალ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობამ უნდა აირჩიოს. ასევე, გვქონდა სამომავლო გეგმებზე დეტალური საუბარი ბევრ, მაგალითად კანონპროექტთან, ასევე კომიტეტთან დაკავშირებით. დარგობრივი სფეროების მიხედვით, ვინ, როგორ უნდა გადაინაწილოს სხვადასხვა ფუნქციები, რომელიც სამომავლო გეგმებს ეხება. პრიორიტეტულია, რომ ჩვენი საარჩევნო პროგრამის დეტალური ანალიზით და დაგეგმარებით, რომელ კომპონენტში, რა გვჭირდება საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, როგორ ვმუშაობთ. ამ გეგმებზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღის ორგანიზებაზეც იყო საუბარი“,- განაცხადა მდინარაძემ.











