პანკისში, მეზობლებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა სოფელ დუისში მოხდა.
სავარაუდო ბრალდებული მოკლულის თანასოფლელი და მისივე მეზობელია. გარდაცვლილი დაახლოებით 40 წლის კაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.
მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.











