fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 84%-ით შემცირდა და 2010 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა

13:27 იანვარი 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 84%-იანი კლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის მაჩვენებლები 2010 წლის იდენტურია.

AviaNews-ის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 833 846 მოემსახურა, 2019 წელს კი  5 209 466  მგზავრს, შესაბამისად კლება 83,99%-ის დონეზეა. 2020 წლის მაჩვენებლები 2018 წლის მაჩვენებლებთან 83,46%-ითაა შემცირებული.

ბოლო წლებში საქართველოს ავიაბაზარი ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველი იყო, რადგანაც საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად სახელდებოდა და შესაბამისად ქვეყანას უცხოელი ტურისტების მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა. ავიაკომპანიებისთვის საქართველოს ავიაბაზარი მიმზიდველი იყო ლიბერალური საავიაციო პოლიტიკითაც. თუმცა COVID-19-ის პანდემიამ და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა საქართველოს, სხვა ქვეყნების მსგავსად, მგზავრთნაკადი შეუმცირა, რადგანაც 2020 წლის 21 მარტიდან ქვეყანა იძულებული გახდა საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის ჩაეკეტა. ვირუსის გავრცელების ფონზე იძულებითმა ჩაკეტვამ რამდენიმე თვე გასტანა. რეგულარული ფრენების გახსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ცხადია შემცირებული ფრენების ფონზე მგზავრთნაკადმაც იკლო.

ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრთნაკადის სტატისტიკა ასეთია:

2018 წელი – 5 040 573  მგზავრი,

2019 წელი – 5 209 466 მგზავრი,

2020 წელი – 833 846 მგზავრი.

2020 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 590 123 მგზავრს მოემსახურა, რაც 84.02%-ით ნაკლებია აეროპორტის მიერ 2019 წელს გატარებულ მგზავრთნაკადთან (3692136 მგზავრი) შედარებით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 78,95%-ით შემცირდა. 2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 183 873 მგზავრი გაატარა, 2019 წელს კი 873 616 მგზავრი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 51 412 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 91,76%-ით ნაკლებია 2019 წლის განმავლობაში აეროპორტის მიერ გატარებულ მგზავრთნაკადთან. 2019 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 624 151 მგზავრს მოემსახურა.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია გასული წლის დაჯამებული მონაცემებით 3 165 მგზავრს მოემსახურა, რაც 5 460 მგზავრით, შესაბამისად 63,30%-ით ნაკლებია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ თორმეტ თვეში 1 214 მგზავრი მიიღო, რაც 752 მგზავრით ნაკლებია (38,25%) ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2020 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 7 133 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 3 495-ს, ხოლო ჩარტერული რეისების რაოდენობა კი 3 638-ს. 2019 განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, 2020 წელს რეისების რაოდენობა 70,75%-ით შემცირდა.

 

წყარო: : avianews.ge

თეგები: აეროპორტიმგზავრთა ნაკადიფრენები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

შეფერხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – „მაივეი ეარლაინისმა” რეისი გადადო

სექტემბერი 3, 2021
816
მსოფლიო

გერმანიამ რუსულ ავიაკომპანიებს დახურული საჰაერო სივრცე გაუხსნა

ივნისი 3, 2021
785
საზოგადოება

ავიაკომპანია Jazeera Airways საქართველოს საავიაციო ბაზარს უბრუნდება

ივნისი 1, 2021
786

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია