ევროპარლამენტარი ანდიუს კუბილიუსი საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე გამარჯვებას ულოცავს.
ის ტელეკომპანია “ფორმულასთან” აცხადებს, რომ მთავარია, აიძულებენ თუ არა რუსეთში, სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს. თუმცა, იქვე იმედოვნებს, რომ როცა რუსეთში პუტინი აღარ იქნება, იქ დემოკრატიის დრო დადგება, სადაც სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება აგვისტოს ომის საქმეზე, მნიშვნელოვანი გახდება.
“პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს და მათ, ვინც საქართველოს წარმოადგენდა, დაერწმუნებინა სასამართლო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველო სიმართლის მხარესაა, რუსეთი კი პასუხისმგებელია იმაზე, რაც გააკეთა, თუმცა ამის სასამართლოში დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, მთავარია, რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს, აიძულებენ თუ არა რუსეთს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ვიცით, რომ რუსეთში პუტინია, მისგან იმის მოლოდინი, რომ გადაწყვეტილებას შეასრულებს, გულუბრყვილობა იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტილება გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, პუტინი რუსეთს სამუდამოდ ვერ მართავს, დარწმუნებული ვარ, ოდესმე იქ დემოკრატიის დრო მოვა და მაშინ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – ამბობს კუბილიუსი.











