ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.
21 იანვარს, ბაღდადში ორმა თავდამსხმელმა თავი ბაზრობაზე აიფეთქა. ერთი თავდამსხმელი მაღაზიაში შევიდა, მოიტყუა, რომ ცუდად იყო და დახმარება ითხოვა, რითიც ხალხი ახლოს, გარშემო შემოიკრიბა და თავი აიფეთქა. მეორემ კი, შემთხვევის ადგილზე მოტოციკლით შეიჭრა და ასაფეთქებელი ჟილეტით მეორე აფეთქება მოაწყო.









