შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის მიმართ ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, თბილისში, დედას – 1947 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, ბრალდებულმა დედის კუთვნილი კატის მიმართ სასტიკი მოპყრობა განახორციელა, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.











