„ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. მოვაჭრეების განცხადებით, თუ „ლილოს” ბაზრობას არ გახსნიან, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ
„ვენ გვინდა გახსნა, რადგან ვიმუშაოთ. პირველ რიგში, მთავრობა გამოდის და ამბობს: არ იხსნება ბაზრობები. ვინ წყვეტს ამას, უბრალოდ, ჩვენ რა უნდა ვქნათ?! თუ პირველ თებერვალს არ გაგვხსნიან, დაუმორჩილებლობას დავიწყებთ. გავხსნით დამოუკიდებლად დახლებს და ვაჭრობას განვაახლებთ. ნუ ვნახოთ, დირექცია იქნება, თუ ვინ გაგვიწევს წინააღმდეგობას. აქციები არ შეწყდება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.











