გერმანია კორონავირუსთან საბრძოლველად ახალ პრეპარატს გამოიყენებს. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
საუბარია მონოკლონური ანტისხეულებზე, რომელიც თავის დროზე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამკურნალოდ გამოიყენეს.
გერმანიის ჯანდაცვის მინისრის, იენს სპანის განცხადებით, ფედერალურმა მთავრობამ პრეპარატის 200 000 დოზა უკვე შეიძინა, რისთვისაც 400 მილიონი ევრო დახარჯა.
„მომავალი კვირიდან გერმანია ევროკავშირის პირველი სახელმწიფო გახდება, სადაც კორონავირუსის სამკურნალოდ მონოკლონურ ანტისხეულებს გამოიყენებენ“,- აცხადებს სპანი.











