fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“36 კაცი ერთი კაცია, ყველა – მიშაა, ყველაში მიშა სუფევს” – იაგო ხვიჩია “ნაციონალური მოძრაობის” წევრ დეპუტატებზე

23:20 იანვარი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

“36 კაცი ერთი კაცია, ყველა – მიშაა, ყველაში მიშა სუფევს, ესენი არ არიან დამოუკიდებელი ხალხი” , – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვედრილ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავისი გადაწყვეტილებებით “ნაციონალურ მოძრაობას” ანგრევს.

“მოწინააღმდეგეს რაზე ველაპარაკო, მე ხომ ერთ-ერთი თხოვნა მქონდა, რომ არ ჩაეხსნათ ადამიანებისთვის სადეპუტატო მანდატები იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ხალხი არის იძულების მსხვერპლი რაღაცნაირად. მე არ წამომიდგენია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” 36 ადამიანს, ესე უცბათ ულაპარაკოდ, პარლამენტის წევრებს – აი მაგალითად ნიკა მაჭუტაძე, 11 წლიდან მიტინგზე დგას კაცი, სულ ლაპარაკობს, როგორც კი გახდა პარლამენტის წევრი გააქრო “ნაციონალურმა მოძრაობამ”, არ ალაპარაკებენ. ფაქტობრივად, ამ პარტიებს რა სტილი აქვთ აღებული, რომ ის ხალხი, რომელიც არის პარლამენტის წევრი გადამალულია და ლაპარაკობს სხვდასხვა ადამიანი, რომელიც შეიძლება ასევე იყვნენ პარლამენტის წევრები ან არ იყვნენ, მაგრამ ვიღაცები ლაპარაკობენ ვიღაცის მაგივრად და ფაქტობრივად, რას ამბობს “ქართული ოცნება”, რომ რა ღირებულებას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში. 36 კაცი იქ ერთი კაცია, ყველა – მიშაა, ყველაში მიშა სუფევს, ესენი არ არიან დამოუკიდებელი ხალხი. შესაბამისად, მასეთი ადამიანების იქ ყოფნას რა პარლამენტს იქ გაამრავალფეროვნებს – ეს არის “ქართული ოცნების” პოზიცია და ამას სჭირდება პასუხი, რომ 35 კაცი მართლა ერთი კაცის ჭკუაზე დადის თუ ეს აზრია?! 36 პარლამენტის წევრი ცხვარივით მიყვებოდეს რაღაცას და არც კი ესმოდეს შინაარსი საით მიჰყავს ქვეყანა – ეს ხომ აბსურდია?! ან ასეთ წევრებს რა შინაარსი აქვს ან ასეთი დეპუტატი რათ გვინდა, ანუ ეს ხომ ანგრევს “ნაციონალურ მოძრაობას”, 36 კაცი შეიყვანა პარტიამ, რომელიც 36 კი არა ერთია, რასაც ის ერთი იტყვის ყველა იმას ასრულებს ისე, რომ ლაპარაკის უფლებაც არ აქვთ. მე მათი პარლამენტში შეყვანა მინდა, დაშლა კი არა გაძლიერება მინდა – მიხეილ სააკაშვილს უნდა დაშლა, მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ესენი მათხოვრები გახდნენ ქუჩაში, არაფერი არ ჰქონდეთ დასაკარგი, არანაირი პარლამენტის ტრიბუნა არ ჰქონდეთ, ფიზიკურად რაც მოგეცით იმისთვის მოგეცით, რომ მე მემსახუროთ – ეს არის დამოკიდებულება. და ეს 35 ადამიანი ისე, რომ საერთოდ არ გამოჩენილა საჯარო სივრცეში გადის პარლამენტიდან ისე, რომ ვერც კი მოასწრეს ერთი სადეპუტატო სიტყვის თქმა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თეგები: იაგო ხვიჩიამიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

დეკემბერი 27, 2021
796
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

დეკემბერი 12, 2021
936

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია