fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კარტოგრაფების პოზიცია, რომ გარეჯი არ არის ჩვენი, კატეგორიულად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია – დავით ქაცარავა

23:30 იანვარი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
3.3k
ნახვა

“კარტოგრაფების ის პოზიცია, რომელიც გუშინ გაჟღერდა პირდაპირ ეთერში იმის თაობაზე, რომ გარეჯი არ არის ჩვენი, ვფიქრობ, ცუდად მოხვდა ყურში ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს.
ჩემთვის ესეთი ფორმულირება კატეგორიულად მიუღებელია, ანტისახელმწიფოებრივი”, – ამის შესახებ დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

ქაცარავა მოუწოდებს ივერი მელაშვილს, ახსნას რა იგულისხმა გუშინდელ განცხადებაში.

“ამ პოსტს დავიწყებ იმით, რომ
გარეჯი – საქართველოა!
ახლა კი უფრო ვრცლად.

პირველ რიგში, მსურს რამდენიმე ფაქტი მოვიყვანო საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციის კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და იმ შეთანხმებების შესახებ, რომლებსაც ქართულ – აზერბაიჯანულმა მხარეებმა მიაღწიეს 1996 წელს.
1996 წლის 12-14 ივნისს შეიქმნა საქართველო – აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისია, რომელსაც უნდა დაეწყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო – აზერბაიჯანის საზღვარი უნდა განსაზღვრულიყო 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, (საბჭოთა კავშირის დაშლის თარიღი)

ვინაიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი უკანასკნელად, ოფიციალურად 1938 წელს (საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის 1938 წლის 23 მარტის (პროტოკოლი#63) მიღებული დადგენილებით და აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის 1938 წლის 5 მაისის (პროტოკოლი#59) დადგენილებით) შეიცვალა, მხარეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნული ხაზი მიეღოთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის განსასაზღვრ საწყისად და აუცილებლობის შემთხვევაში გამოეყენებინათ სხვა არსებული დოკუმენტები.

“სახელმძღვანელო” დოკუმენტად მხარეებმა 1938 წლის 1:50 000 რუკა მიიღეს.
ეს არის ფაქტებზე და დოკუმენტებზე დაფუძნებული მოცემულობა, რომლის გამაბათილებელი რაიმე იურიდიული დოკუმენტი ან არ არსებობს, ან მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

შესაბამისად, 1938 წლის რუკა უნდა მივიჩნიოთ იმ სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტად, რომლითაც ორივე კომისიას უნდა ეხელმძღვანელა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში.

როგორც ვიცით, 1938 წლის რუკა მოლაპარაკებების გარკვეულ ეტაპზე გაქრა და მისი ადგილი დაიკავა სხვა წლების რედაქციის რუკებმა, რომლებმაც აზერბაიჯანული მხარე მომგებიან პოზიციაში ჩააყენა და რომლებზეც აზერბაიჯანული მხარე აქტიურად აპელირებს(აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება, 17.07.2019)

შესაძლებელია ითქვას, რომ 1938 წლის რუკა ერთადერთი რუკაა, რომლის მიხედვითაც გარეჯის სადავო მონაკვეთი საქართველოს მხარეს ექცევა.
საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა დელიმიტაციის კომისიის წევრების პოზიცია აღნიშნულ საკითხთან, კონკრეტულად კი 1938 წლის რუკასთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ 1938 წლის რუკა დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდაზე, დაბრუნდება თუ არა გარეჯის სადავო მონაკვეთი და მასზე განლაგებული ტაძრები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ?

აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ კარტოგრაფების ის პოზიცია, რომელიც გუშინ გაჟღერდა პირდაპირ ეთერში იმის თაობაზე, რომ გარეჯი არ არის ჩვენი, ვფიქრობ, ცუდად მოხვდა ყურში ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს.
ჩემთვის ესეთი ფორმულირება კატეგორიულად მიუღებელია, ანტისახელმწიფოებრივი და თუ სხვა რამ იგულისხმა ბატონმა მელაშვილმა, ეს ძალიან დეტალურად უნდა აგვიხსნას.

მივმართავ პროფესიონალ კარტოგრაფებს, იურისტებს, ისტორიკოსებს, მეცნიერებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც კომპეტენტურად შეუძლია ისაუბროს გარეჯთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
გთხოვთ ჩაერთოთ ამ საკითხის განხილვაში, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და შეიტანოთ წვლილი გარეჯის გადარჩენაში”, – წერს დავით ქაცარავა.

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

როგორ არის შენი, როცა არ არის შენი – ივერი მელაშვილი სადაო ტერიტორიაზე

თეგები: დავით ქაცარავაივერი მელაშვილი

დაკავშირებული სტატიები

რეგიონები

ირკვევა, რომ სასულიერო პირები არ იგინებოდნენ, ივერი მელაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ – ანდრია ჯაღმაიძე

მაისი 5, 2021
1.7k
პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: დავით გარეჯის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება

მაისი 5, 2021
795
სამართალი

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

აპრილი 20, 2021
799

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია