ბიოტექნოლოგიური კომპანია – Novavax კორონავირუსის ახალი მუტირებული ვერსიებისგან დაცვისთვის, იმუნიტეტის ასამაღლებელ შრატებს ამზადებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
წყაროს მიხედვით, აღნიშნული შრატი კორონავირუსის ამჟამინდელ ვაქცინებს ადამიანის იმუნიტეტის ამაღლებაში დაეხმარება. მსგავსი ტიპის შრატებს ადამიანები პერიოდულად იღებენ ხოლმე. მაგალითად, ტეტანუსისა და დიფთერიის აცრა, ზრდასრული ადამიანებისთვის ყოველ ათ წელიწადში ერთხელ რეკომენდირებულია.
ხუთშაბათს, კომპანიამ განაცხადა, რომ მათმა ვაქცინამ სახელად – NVX-CoV2373, კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში 89,3%-ით ეფექტურობა გამოავლინა.











