WHO-ს ექსპერტები დღეს ჰუბეის პროვინციის დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოინახულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, გუშინ WHO-ს ექსპერტები უჰანში ზღვის პროდუქტების ბაზარში იმყოფებოდნენ, სადაც კოვიდის შემთხვევები პირველად დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ჯანმოს ექსპერტები ქალაქ უჰანში კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად იმყოფებიან.











