მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები იხსნება. ესაა, არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგმოლები, მცირე და დიდი, ქსელური მაღაზიები – მთელი საქართველოს მასშტაბით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი დაბალია, სარესტორნო სივრცეების, კაფეების ღია სივრცეები გაიხსნა. საქალაქო ტრანსპორტი გაიხსნა პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა. იხსნება რეგულარული საერთაშორისო ფრენები და ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ გაზრდიან ავიაკომპანიები ქვეყანაში ვიზიტორების შემოყვანას. ვაქცინაციის ცნობით, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს ვმასპინძლობთ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.











