რამდენიმე წუთის წინ, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში 45 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ სახლში ჩამომხვრჩვალი შვილმა ნახა.
ჯერჯერობით დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.











