100 წლის კაპიტანი ტომი მური კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
მას კორონავირუსი გასულ კვირას დაუდგინდა. ის ბედფორდის საავადმყოფოში მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ კაპიტანმა ტომმა მსოფლიოს ყურადღება აპრილის შუა რიცხვებში მიიპყრო, როცა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის თანხების შეგროვების შესახებ განაცხადა.
მან ბრიტანელი ექიმებისთვის 37 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო.











