ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც თვითმხილველი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, მოპედით მოძრავი ახალგაზრდა გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის მამაკაცია.
„მანქანით მივდიოდი ბაგრატიონის ქუჩაზე, როცა ეს შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა ბიჭი იყო, მოპედით შეეჯახა ტრაილერს. სასწრაფო-სამეფიცინო ბრიგადა კი მოვიდა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო”- აცხადებს თვითმხილველი.
„პრაიმტაიმი” დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.
ავტორი:ნაირა ქობულაძე











