„ის, რაც ხდება გელათში, ყველას დანაშაულია, დანაშაული ვრცელდება ერზე, ბერზე, მთავრობის წარმომადგენლებზე“, – ამის შესახებ ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა განაცხადა.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი გელათში წირვა-ლოცვას დაესწრო.
„ყველას დანაშაული იმიტომ არის, რომ პასუხისმგებლობა ეროვნული ღირებულებების კულტურულ ძეგლზე თანაბრად ყველასია. უნდა ვიცოდეთ, როგორ შენდებოდა და რომ უნდა მოვლა-პატრონობა. დანაშაული ვრცელდება ერზე, ბერზე, მთავრობის წარმომადგენლებზე, იმიტომ, რომ ყველა საქმეს არც ფული აკეთებს და არც მეცნიერი, არამედ აკეთებს სიყვარული.
იყო პერიოდი, როდესაც ადამიანები ანგრევდნენ ტაძრებს, ეს ცოდვა არ განელდება, თუ მომავალმა თაობამ ეს არ შეაფასა და გამოასწორა. რაც შეეხება მონასტრის მდგომარეობას, დროებითი გადახურვა ეს არის დროებითი მცდელობა, სრულად დამთავრებას სჭირდება სპეციალისტები და საქმის მცოდნეთა გუნდი. რადგან არის სხვადასხვა მიმართულება, აქედან გამომდინარე, დამნაშავე ერთი არაა, დამნაშავე ვართ ყველა, რადგან თავიდანვე არ ჩაიდო თანხა სპეციალისტების განათლებაში. ვაპირებთ, გავეცნოთ რა სამუშაოები გაკეთდა”,- განაცხადა მეუფე დავითმა.











