ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
„ეს დაიწყება უკვე ხვალიდან და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება“, – განმარტა მინისტრმა.
შეგახსენებთ, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი სკოლებში 15 თებერვლიდან განახლდება.










