fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კორონავირუსის ვაქცინაცია ციფრებში – სად რამდენი ადამიანი აიცრა

22:49 თებერვალი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2k
ნახვა

კორონავირუსის პანდემიიდან ერთი წლის შემდეგ მსოფლიოს ქვეყნებმა მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით (WHO), ვირუსის გავრცელების შესამცირებლად აუცილებელია, რომ მსოფლიო მოსახლეობის 60-70%-მა გამოიმუშაოს იმუნიტეტი და აღარ წარმოადგენდეს ინფექციის გავრცელების წყაროს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დასამარცხებლად, საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრაა საჭირო.

„თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება”, – აცხადებს გამყრელიძე.

მსოფლიო მასშტაბით ვაქცინაზე პრიორიტეტი მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ენიჭებათ.

|ვაქცინის რამდენი დოზაა გაკეთებული – ქვეყნების მიხედვით

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების მიხედვით, დოზები ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აშშ (8თებერვლის მონაცემები)- 42,42 მილიონი
  • ჩინეთი (3 თებერვლის მონაცემები) – 31, 2 მილიონი
  • დიდი ბრიტანეთი (7თებერვლის მონაცემები) – 12,81 მილიონი
  • ინდოეთი (8თებერვლის მონაცემები)- 6,26 მილიონი
  • ისრაელი (8თებერვლის მონაცემები) – 5,7 მილიონი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები (8თებერვლის მონაცემები)  – 4,41 მილიონი
  • ბრაზილია (8თებერვლის მონაცემები) – 3,61 მილიონი
  • გერმანია (7თებერვლის მონაცემები) – 3,28 მილიონი
  • თურქეთი (8თებერვლის მონაცემები) – 2,66 მილიონი
  • იტალია (8თებერვლის მონაცემები) – 2,63 მილიონი
  • საფრანგეთი (7თებერვლის მონაცემები) -2,12 მილიონი
  • ესპანეთი (7თებერვლის მონაცემები) – 2,11 მილიონი
  • პოლონეთი (7თებერვლის მონაცემები) – 1,66 მილიონი
  • კანადა (8თებერვლის მონაცემები) – 1,1 მილიონი
  • რუსეთი (13 იანვრის მონაცემები) – 1 მილიონი
  • ინდონეზია (8თებერვლის მონაცემები)  – 985,855
  • რუმინეთი (8თებერვლის მონაცემები)  – 891,348
  • მექსიკა (8თებერვლის მონაცემები)  – 717,820
  • სერბეთი (7თებერვლის მონაცემები) – 544,209
  • არგენტინა (8თებერვლის მონაცემები)  – 511,582

|მოსახლეობის რა ნაწილს აქვს კოვიდის ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა გაკეთებული

8 თებერვლის მონაცემებით, ისრაელში მოსახლეობის 40,91%-ს კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.  დიდი ბრიტანეთში კი, 7 თებერვლის მონაცემებით,  კოვიდის ერთი დოზა  მოსახლეობის 18,11%-ს აქვს გაკეთებული.

დანარჩენი ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება:

  • ბაჰრეინი (8თებერვლის მონაცემები)   – 11,82%
  • აშშ (8თებერვლის მონაცემები)  – 9,67%
  • მალტა (8თებერვლის მონაცემები)  – 6,64%
  • რუმინეთი (8თებერვლის მონაცემები)  – 3,44%
  • დანია (7თებერვლის მონაცემები) – 3,44%
  • პოლონეთი (7თებერვლის მონაცემები) –  3,19%
  • ირლანდია (5 თებერვლის მონაცემები)   -3,06%
  • ესპანეთი (7თებერვლის მონაცემები) – 2,82%
  • საფრანგეთი  (7თებერვლის მონაცემები)  – 2,76%
  • გერმანია (7თებერვლის მონაცემები)  – 2,74%
  • იტალია (8თებერვლის მონაცემები) – 2,4%
  • არგენტინა (8თებერვლის მონაცემები) – 0,71%
  • მექსიკა (8თებერვლის მონაცემები)  – 0,5%
  • ინდონეზია (8თებერვლის მონაცემები)  – 0,3%

|მოსახლეობის რა ნაწილს აქვს  კოვიდის ვაქცინის სრული, ორივე დოზა გაკეთებული

ჩამონათვალში ისრაელი ლიდერობს, სადაც ვაქცინის სრული დოზა 24,92%-ს აქვს გაკეთებული. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 2,85%-ია.

  • დანია (7თებერვლის მონაცემები) – 2,4%
  • მალტა (8 თებერვლის მონაცემები) – 2,25%
  • სლოვენია (7თებერვლის მონაცემები) – 2,05%
  • იტალია (8 თებერვლის მონაცემები) – 1,95%
  • ესპანეთი (7თებერვლის მონაცემები) 1,68%
  • ესტონეთი (8 თებერვლის მონაცემები) – 1,32%
  • რუმინეთი (8 თებერვლის მონაცემები) – 1,2%
  • პოლონეთი (7თებერვლის მონაცემები) – 1,19%
  • გერმანია (7თებერვლის მონაცემები) – 1,17%
  • დიდი ბრიტანეთი (7თებერვლის მონაცემები) – 0,76%
  • არგენტინა (8 თებერვლის მონაცემები) – 0,42%
  • საფრანგეთი (7თებერვლის მონაცემები) – 0,37%
  • მექსიკა (8 თებერვლის მონაცემები) – 0,06%
  • ინდონეზია (8 თებერვლის მონაცემები) – 0,06%

ყოველ ას მოსახლეზე გაანგარიშებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველაზე მეტ ადამიანს ისრაელში აქვს გაკეთებული (65,83). შემდეგ მოდის არაბთა გაერთიანებული საამიროები (44,63), გაერთიანებული სამეფო (18,86), აშშ (12,62) ბაჰრეინი (11,82),  მალტა (8,89) დანია (5,84), ირლანდია (4,67).

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

თეგები: ვაქცინაციაკორონავირუსის პანდემია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იანვარი 3, 2022
858
მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს

იანვარი 3, 2022
883
მსოფლიო

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
874

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია