სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ჩატარების გამო, 1-ელ ივლისს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV, X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკროაიონის III კვარტლის, ავშნიანის დასახლების, სოფელი გლდანის, გურამიშვილის, ხევძმარის, თემქის, სანზონას, ავშნის და საფო მგელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის, ნოდარ ბოხუას და მიხეილ ბერძენიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვახტანგ ჩიქოვანის, სიმონ ჩიქოვანის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, ახალშენის, სულხან ნასიძის, რამიშვილის, კიტა ბუაჩიძის, ლიხაურის, კოსტავას, ბაკურიანის და ბაკურციხის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, ფარნავაზის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, სულხან ნასიძის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გურიელის, თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის და გაზაფხულის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, გუდარეხის, მეველეს და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედანის, ასათიანის, აბო-თბილელის, აბოვიანის, აბესაძის, გუდიაშვილის, ალავერდოვის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, შოთა ნიშნიანიძის, ჩიხლაძის და ჯიბლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ალეკო შენგელიას, რჩეულიშვილის და ნათია ბაშალეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.










