მიხეილ სააკაშვილი არ არის სახელმწიფო მოხელე. ის არ აწერს ხელს არანაირ სახელმწიფო დოკუმენტს, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, გრეგორი მამკამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს მკურნალობა სჭირდება.
„სააკაშვილს არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს. ასეთი ტიპის გამოსვლებს ვისმენთ უკვე ხუთი წელია. აკეთებს განცხადებებს და მტკიცებულებები არ აქვს. როდესაც განცხადება არის ფაქტების გარეშე, სამწუხაროდ, უკრაინაში ამაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ არსებობს, გარდა პოლიტიკურისა. ჩემი პოზიცია ასეთია, როდესაც ადამიანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს, ეს პრობლემაა. მას მკურნალობა სჭირდება და მკურნალობა უნდა იყოს მისი ჩამოშორება ყველაფრიდან. სააკაშვილისნაირ ადამიანებთან უნდა იყო ძალიან ფრთხილად. უფრო მეტიც, არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ეთერებით ისაუბრონ და არ უნდა გააჟღერონ ვითომ უკრაინის პოზიცია საერთაშორისო დონეზე. როდესაც ასე ყველაფერს ლაპარაკობს მტკიცებულებების გარეშე და შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს უწევს პასუხის გაცემა, თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლო“, – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა.











