ევროპის ვიცე – ჩემპიონი ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძე, მისი ფეხბურთელი ძმა, ლაშა ლომაძე და ლომაძეების სამი ბიძაშვილი საპატიმროდან დღეს გაათავისუფლეს.
დაკავებულებს ამ ეტაპისათვის შინა პატიმრობა მიესაჯათ.
ახალგაზრდა, წარმატებული მოჭიდავე, მისი ძმა და ბიძაშვილები 7 თვის წინ, ადამიანის გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
საქმე რეზონანსული იყო და იური ლომაძის, მისი ძმისა და ბიძაშვილების გათავისუფლების მოთხოვნით მთლიანად სპორტული სამყარო გაერთიანდა.
შეგახსენებთ, გასულ წელს გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ პირს ბათუმში,შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სულ 5 ადამიანი დააკავეს. ისინი ამ დრომდე სასჯელს იხდიდნენ.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











