გერმანიაში ლოქდაუნი 7 მარტამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისი თათბირის შემდეგ კანცლერმა მერკელმა მიიღო.
ამდენად, გასული წლის 2 ნოემბერს ამოქმედებული შეზღუდვები კიდევ 4 კვირით გაგრძელდება. ამ დროისთვის ქვეყანაში დაკეტილია ყველანაირი წარმოება, გარდა პროდუქტის მაღაზიის, მცირე სამეურნეო მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების, გაზეთების ჯიხურების, ზოომაღაზიებისა და სამედიცინო დაწესებულებებისა.
მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან.
დაშვებულია მხოლოდ ერთი ოჯახის წევრების შემადგენლობით პლუს ერთი ადამიანი.
სახლში შეკერილი პირბადეების ტარება აკრძალულია ტრანსპორტსა და მაღაზიებში.
რეგიონებში, სადაც ინფიცირების დინამიკა მაღალია, ადამიანებს ეკრძალებათ სახლების დატოვება 15 კილომეტრზე მეტი რადიუსით.











