ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ცეცხლი წაეკიდა.
შსს-ს ცნობით,გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: თეა შონია











