დააკავეს მამაკაცი, რომელმაც შემოსავლების სამსახურის სამმართველოს უფროსი, ირაკლი ხურციძე სცემა. ინფორმაცია „პრტაიმტაიმნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ხურციძე მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, თორნიკე ვაჩაძემ სცემა, რომელიც სამსახურიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გაათავისუფლეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ნაცემი მაღალჩინოსნის ფოტო თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით არის დაწყებული.











