12 თებერვალს ქუთაისში გამართული აქციის დროს დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს. ნაწილს ჯარიმა შეეფარდა, ნაწილის პროცესი კი გადაიდო.
აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, რადგან სამართალდამცველებმა ქალაქის მერის კრიტიკა ვერ აიტანეს.
ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, ის შეუძლოდ იყო, გადაიყვანეს სავაადმყოფოში, თუმცა მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, იზოლატორში დააბრუნეს.
ქუთაისში 12 თებერვალს საპროტესტო აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს.
ავტორი: კესო მოლაშხია











