WHO-ს განცხადებით, გასულ კვირაში მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 16%-ით შემცირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ჯანმოს ინფორმაციით, გასულ კვირაში მსოფლიოში ვირუსს 81 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დადასტურდა ინფიცირების 2,7 მილიონი შემთხვევა.
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს.
ჯანმოში აცხადებენ, რომ კოვიდის ახალი შტამი, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, მსოფლიოს 94 ქვეყანაშია გამოვლენილი. კოვიდის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი 46 ქვეყანაში დაფიქსირდა, ხოლო ბრაზილიური 21-ში.











