fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სენაკელი დეპუტატის კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე 87 ტენდერი მოიგო

16:26 თებერვალი 17, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
928
ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს„ ინფორმაციით, სენაკის საკრებულოს წევრის, დათო ადამიას კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შპს “დაგიმ” ასევე მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 6,779,143 ლარი შეადგინა.

“დათო ადამია სენაკის საკრებულოს წევრი, პარტია “ქართული ოცნებიდან” 2017 წელს გახდა. იგი შპს “დაგის” 100% წილის მფლობელი და დირექტორია. “დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან ჩაერთო. მანამდე, 2011 წლიდან დათო ადამია შესყიდვებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობდა. ორივე შემთხვევაში ძირითადი შემსყიდველები არიან სენაკის მუნიციპალიტეტი და მისი იურიდიული პირები, ასევე სენაკის სხვადასხვა საჯარო სკოლა”, – აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, დათო ადამიას საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია, შესყიდვებში მონაწილეობს მხოლოდ შპს “დაგი”, რომლის 56 მოგებული ტენდერიდან 25 სწორედ სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის. ხოლო 37 გამარტივებული შესყიდვიდან 17 შემთხვევაში შემსყიდველი სენაკის მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები არიან.

“შპს-მ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე ჯამში 3,301,213 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო, საიდანაც 2,635,441 ლარის კონტრაქტები სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის. შპს “დაგიმ” 42 ტენდერში გაიმარჯვა, ამათგან 22-ჯერ სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში (კონტრაქტების ჯამური ღირებულება – 1,570,154 ლარი). 22 ტენდერიდან 7 შემთხვევაში მოხდა კონკურენტების დისკვალიფიკაცია, 5 შემთხვევაში კი შპს-ს კონკურენტი არ ჰყოლია. შპს-მ მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტისგან 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, მათი ჯამური ღირებულება კი 1,065,287 ლარია”, – განმარტავენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში”.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შპს “დაგის” ჩართულობა სენაკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, რომ შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა აღნიშნული კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

 

 

ავტორი: თეა შონია

თეგები: ტენდერი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ორი ოთახის გასარემონტებლად, თელავის მერია 22.696 ლარის დახარჯვას აპირებს

მაისი 31, 2021
773
საზოგადოება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა 60 000 „პისიარ“ ტესტის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

იანვარი 12, 2021
870
რეგიონები

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალის ძეგლისთვის 200 000 ლარი დაიხარჯება

დეკემბერი 28, 2020
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია